სიახლეები
-
16 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
შუახევში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
ინფრასტრუქრტურული ღონისძიების ფარგლებში ს.ხიმშიაშვილის ქ.#4-ში სახლის საძირკვლის გამაგრებითი და ფერდასამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.21 მეტრიან მონაკვეთზე საყრდენი კედლის ჩამოსხმისთვის და სახლის საძირკვლის გამაგრებისთვის 15.484 ლარი დაიხარჯება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს.
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე გამგებლის პირველ მოადგილე ავთანდილ დიასამიძესთან და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად გაეცნო