სიახლეები
-
15 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
მარტვილის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ, გამგებლის მოადგილესთან გიორგი გოროზიასთან, ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან მამუკა კეკელიასთან ერთად დაათვალიერა და დასაქმებულ მუშახელსა და მოსახლეობას გაესაუბრა.
„მარტვილის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. ინტენსიურად ხორციელდება გზების, ხიდების, მილხიდების, სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრის სარეაბილიტაციო სამუშაოები . პროექტები, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ჩვენ ვზრუნავთ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად განხორციელდეს “, - აღნიშნა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ.