სიახლეები
-
15 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
მერიოტ ინტერნეიშენალის წარმომადგენელმა ალიანს პალასის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
8 სექტემბერს, მერიოტ ინტერნეიშენალის ევროპული ნაწილის დიზაინისა და პროექტის მენეჯმენტის დირექტორმა ტიმურ რადჟაბოვმა კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად ალიანს ჯგუფის მრავალფუნქციური კომლექსის ალიანს პალასის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მშენებლობა დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს და კონსტრუქციული ნაწილი 2017 წლის ბოლოს დასრულდება, ქორთიარდ მერიოტი კი 2018 წელს გაიხსნება. მერიოტ ინტერნეიშენალის წარმომადგენლები მსგავსი სახის ვიზიტებს პერიოდულად ატარებენ და პროექტის მიმდინარეობას მუდმივად აკონტროლებენ.