სიახლეები
-
14 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
სამეგრელოში ბრინჯის გადამამუშავებელი პირველი საწარმო შენდება
სამეგრელოში ბრინჯის გადამამუშავებელი პირველი საწარმო შენდება. კომპანია "აგრო ზანამ" საწარმოს შენებლობაზე მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა. აბაშის რაიონში ბრინჯის პირველი მოსავალი "აგრო ზანამ’" 2013 წელს მიიღო. მომავალ წელს, როცა საწარმო ექსპლუატაციაში შევა, კომპანია 3 ათასი ტონა ბრინჯის წარმოებას და იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი ნედლეულით ჩანაცვლებას გეგმავს.
"მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციაში გაშვებამდე დამატებით 2 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საშრობი, საწმენდი და სასაწყობე მეურნეობის მოწყობა"-აცხადებს "ზანა აგროს" დირექტორი კახა მალანია.
კომპანიას ამ ეტაპზე ხორბლის, ქერის, სოიოსა და სიმინდის კულტურები მოჰყავს. მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის დასრულებამდე "აგრო ზანამ" ბრინჯის კულტრის მოყვანა დროებით შეაჩერა.
როგორც კახა მალანია ამბობს, მომავალი წლისთვის დაგეგმილია ბრინჯის რამდენიმე სახეობის კულტურის მოყვანა, რომელიც ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იქნება გათვლილი. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ბრინჯის ქართველი მწარმოებელი ქართულ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქტის სრულად ჩანაცვლებასაც გეგმავს.