სიახლეები
-
14 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
წაღვერში ე.წ. არჯევანიძის გზაზე ასფალტის საფარი მოეწყო
დაბა წაღვერში ე.წ. არჯევანიძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 107 106 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით მოწესრიგდა გზის 550მ მონაკვეთი.
სამუშაოების ფარგლებში დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები და ცხაურები.
უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. არჯევანიძის გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა არასოდეს განხორციელებულა, შესაბამისად ადგილობრივებს წლების განმავლობაში გრუნტის გზით უწევდათ გადაადგილება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ რჩება ერთ-ერთ პრიორიტეტად და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტესნიურად გაგრძელდება აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში