სიახლეები
-
14 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
ქალაქ ხობში დაზიანებული გზების მოასფალტება მიმდინარეობს
ქალაქ ხობში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დროს დაზიანებული გზების მოასფალტება მიმდინარეობს, რომელსაც შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს “მუნიციპალური განვითარების ფონდი”, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ ერთად ქალაქ ხობში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქ. ხობის მოსახლეობა ხარისხიან წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს.