სიახლეები
-
13 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
სოფელ სხვილისში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
სკვერის ტერიტორია ტერასული ტიპისაა. ისინი ერთმანეთს კიბეებითა და შშმ პირებისათვის გათვალისწინებული პანდუსებით უკავშირდება. პროექტის ფარგლებში თითოეულ ტერასაზე ბეტონის ბორდიურებით მოხდება მწვანე საფარისა და სავალი ბილიკების გამიჯვნა.მწვანე საფარისათვის გათვალისწინებული სივრცე შეივსება მიწის ფენით და დაითესება კოინდარი. სავალ ბილიკებზე კი ბეტონის ყინვაგამძლე ფილები დაიგება. კიბეები და პანდუსები მოპირკეთდება ბაზალტის ფილებით.
რეაბილიტირებულ სკვერში დაიდგმება ნაგვის ურნები და სანათები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით ფინანსდება.