მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  სექტემბერი  2016

    „რედკომ" თბილისში WHotels -ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დროებით შეაჩერა

    დეველოპერულმა კომპანია „რედკომ" თბილისში WHotels -ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ „კომერსანტს" „რედკოს" გენერალურმა დირექტორმა მირიან ქათამაძემ განუცხადა. როგორც ცნობილია, მშენებლობის დაწყება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმებოდა.

    დღეს ქათამაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით კომპანიის გეგმები შეიცვალა და პროექტის დაწყება 2017 წლამდე გადაიდო. მიზეზი, გუდაურში 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის დაწყებაა, რომელიც „რედკომ" რამდენიმე თვის წინ დაანონსა. ქათამაძის მტკიცებით, თბილისში, WHotels -ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობის,რამდენიმე ვარიანტი განიხილება , მათ შორის რუსთაველი და ვერა-ვაკის ტერიტორია.


    პროექტის მიხედვით, დაგეგმილია მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც ასევე საოფისე ფართები იქნება გაერთიანებული. W Hotels-ი Starwood-ის ჯგუფში შემავალი ლაქშერი ბრენდია და სწორედ ამ ჯგუფის მოთხოვნაა, რომ პროექტი მრავალსართულიანი იყოს.


    W Hotels-ი Starwood-ი ლაქშერი ბრენდია. მსოფლიოს 24 ქვეყანაში ამ ბრენდის 46-ზე მეტი სასტუმროა გახსნილი. ამ ჯგუფში შემავალი ბრედი „რედკოს" უკვე შემოყვანილი ჰყავს. საუბარია, Le Meridien-ზე, რომელიც ბათუმში, „ბათუმი თაუერში" განთავსდება.

    Starwood Hotels & Resorts Worldwide, Inc. სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის" მმართველიცაა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კომპანიაა. ის სასტუმროების მენეჯმენტის სფეროში მსოფლიო ლიდერია და ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Westin, Sheraton, Four Points by Sheraton, The Luxury Collection, W Hotels, St. Regis, Le Méridien, Aloft, a Vision of W Hotels, Element by Westin.

    თავად კომპანია „რედკო" 2012 წელსაა დაფუძნებული.
    Red-co პროექტები Thouse.ge - ზე - გადასვლა


პარტნიორები