მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  სექტემბერი  2016

    ადიგენისა და ახალციხის დამაკავშირებელი გზის 8 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

    ადიგენის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ადიგენისა და ახალციხის დამაკავშირებელი გზის 8 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტით მოასფალტებასთან ერთად რკინა–ბეტონის ხიდის, მილხიდების, გაბიონების და სანიაღვრე ქსელის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტი დაახლოებით 8 მილიონი ლარის ფარგლებში განხორციელდება. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

    აქტიურად მიმდინარეობს დიდი ზანავი - პატარა ზანავი - ჭულეს გზის 3.5 კმილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-2 ეტაპი. გზის მოასფალტებასთან ერთად მონტაჟდება გაბიონები და სანიაღვრე არხები. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე სამუშაოების შესრულებას 520 000 ლარი მოხმარდა, ხოლო მეორე ეტაპზე სამუშაოებისთვის 231 345 ლარია გათვალისწინებული.
    აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის რაციონალურად გამოყენებას.
    სამუშაოები დღეს ადგილზე მოინახულეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ იმედა მღებრიშვილმა და გამგებლის მოადგილემ მინდია ჯელიამ.


პარტნიორები