მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  სექტემბერი  2016

    ახალციხე-თორთუმის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის დასრულება 2020 წელს იგეგმება, ბათუმი-მურათლის - 2019 წელს

    ახალციხე-თორთუმის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის დასრულება 2020 წელს იგეგმება, ბათუმი-მურათლის - 2019 წელს. ამის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტშია საუბარი, რომელიც უკვე ძალაში შევიდა.
    დოკუმენტის მიზანი ელექტროენერგიით ვაჭრობისა და ახალი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაა, რისთვისაც ორ ქვეყანას შორის სამუშაო ჯგუფია შექმნილი.

    შეთანხმების მიხედვით, ამ ეტაპზე საუბარია ორი ძირითადი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე - პირველია ახალციხე-თორთუმის 400 კილოვოლტიანი ხაზი, რომლის დასრულება 2020 წელს იგეგმება, მეორე კი ბათუმი-მურათლის 154 კილოვოლტიანი ხაზი, რომელიც 2019 წელს უნდა დასრულდეს.

    ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ახალი ხაზები სავაჭრო პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.

    "ჩვენი მონაკვეთი გაცილებით ნაკლებია და მისი მშენებლობა სახელმწიფო ელექტროსისტემამ უნდა განახორციელოს და 15-20 მლნ დოლარი ჯდება, რაც საკმაოდ დაბალი ღირებულებაა იმასთან შედარებით, თუ რა სიმძლავრეების გადაცემა უნდა უზრუნველყოს ამ ხაზმა და რამხელა როლი უნდა ითამაშოს ამ ორი ქვეყნის ენერგეტიკის დაახლოებისა და განვითარების თვალსაზრისით. გარდა ამ ელექტროგადამცემი ხაზებისა, ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს საზღვრის მიმდებარე რეგიონებში არსებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას“, - განმარტა ხმალაძემ.

     

     

     

     


პარტნიორები