სიახლეები
-
ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაცხადა ტენდერი
ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაცხადა ტენდერი სოფელ ჩანჩხალოსა და სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობის საპროექტო სამუშაოებზე. ტენდერში გაიმარჯვა შპს „კომპანია-სოფმშენმა“, (დირექტორი - დავით ორაგველიძე).
შესასრულებელი საპროექტო სამუშაოები შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილე ავთანდილ დიასამიძემ, პროექტანტებთან დავით ორაგველიძესთან, მიშა ხუხუნაშვილთან, ა(ა)იპ შუახევის წყალკანალის დირექტორთან და გამგეობის თანამშროლებთან ერთად დაათვალიერა. წყალსადენის მშენებლობა სოფ. ნაღვარევის ფოთაროს უბნიდან განხორციელდება და ორი სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება.




