მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  სექტემბერი  2016

    "მენაშენეთა ასოციაცია" უახლოესი 6 თვის განმავლობაში სამშენებლო კოდექსის მიღებას არ ელოდება

    "მენაშენეთა ასოციაციის" თავმჯომარის ირაკლი როსტომაშვილის ვარაუდით, სამშენებლო კოდექსი უახლოესი 6 თვის განმავლობაში მიღებული არ იქნება. როგორც როსტომაშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ვერც წინასაარჩევნო და ვერც არჩევნების შემდგომ უახლოესი 6 თვის განმავლობაში სამშენებლო კოდექსისთვის პარლამენტი ვერ მოიცლის.

    "8 ოქტომბერს იქნება არჩევნები, შემდეგ იქნება მეორე ტურები, გასაჩივრებები. ალბათ ნოემბრის დასაწყისში შეიკრიბება პარლამენტი, შემდეგ დაიხურება საშემოდგომო სესია. სამშენებლო კოდექსამდე არის მილიონი საკითხი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და ა.შ. გაზაფხულისკენ თუ მოიცალეს ამისთვის, კარგი იქნება. კოდექსის განხილვასაც დრო სჭირდება",- აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

    მისი ინფორმაციით, მთავრობამ კანონპროექტი უკვე დაამუშავა და პარლამენტს გადაუგზავნა, თუმცა, მისი განხილვები არ მომხდარა. როგორც როსტომაშვილი ამბობს, სფეროს წარმომადგენლები ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ჩართული იყვნენ კანონპროექტის მომზადებაში და მისი საბოლოო ვარიანტი მენაშენეებისთვის მისაღებია.


პარტნიორები