მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  აპრილი  2016

    Salvus Development თბილისში ახალი, ინოვაციური პროექტის - აპარტოტელის ტიპის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას იწყებს

         კომპანია Salvus Development 2013 წელს შეიქმნა. ის ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომლის საქმიანობაც ინვესტიციების მართვას, უძრავი ქონების დეველოპმენტსა და მშენებლობას მოიცავს. სიტყვა - სალვუსი უსაფრთხოს ნიშნავს, რაც სრულად შეესაბამება კომპანიის პოლიტიკას.



    Salvus Development-ის მიერ უკვე დასრულებული პირველი პროექტი კრწანისის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია. ამ ეტაპზე კომპანია საბურთალოსა და ვაკეში ასევე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ახორციელებს.

    მიმდინარე წლის აპრილიდან Salvus Development საქართველოს ბაზარზე სრულიად ახალ და ინოვაციურ პროექტს იწყებს. ეს იქნება აპარტოტელის ტიპის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც დედაქალაში, ძველ თბილისთან ძალიან ახლოს, ორთაჭალა-ისნის ტერიტორიაზე (ბერი გაბრიელის მოედანზე) აშენდება. ის არის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი, მრავალფეროვანი მომსახურებების შეთავაზებით, რომელიც გათვლილი იქნება, როგორც მცხოვრებლების ინტერესებზე, ასევე უძრავი ქონების იჯარით გაცემის მსურველებზე, ანუ იმ ხალხზე, ვისაც სურს, რომ სარფიანი ინვესტიცია განახორციელოს და შემოსავლის დამატებითი წყარო ჰქონდეს. პროექტის ადგილმდებარეობაც ზუსტად ისეა შერჩეული, რომ არა მარტო საცხოვრებლად იყოს მიმზიდველი, არამედ გასაქირავებლადაც. ბინებიდან მტკვარზე ულამაზესი ხედები იშლება და ახლოსაა ქალაქის ყველა ძირითად ღირსშესანიშნაობასთან, რაც მისი არენდის ფასს კიდევ უფრო მაღლა წევს. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი თამარ გაფრინდაშვილი აცხადებს, გაყიდვები ორ კვირაში, აპრილის შუა რიცხვებში დაიწყება.

    აპარტოტელში საცხოვრებელი ფართის შეძენის შემთხვევაში Salvus Development მომხმარებელს დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს. უფრო კონკრეტულად ესენია:
    • ბინების ფართო არჩევანი 35 კვადრატული მეტრიდან;
    • მიმზიდველი ადგლმდებარეობა როგორც საცხოვრებლად, ასევე გასაქირავებლად;
    • ორდონიანი პარკინგი;
    • კონსიერჟის მომსახურება;
    • 24 საათიანი დაცვის მომსახურება;
    • დასუფთავება სურვილისამებრ როგორც გარე პერიმეტერის, ასევე აპარტამენტების;
    • სავაჭრო ცენტრი,
    • საკუთარი გამაჯანსაღებელი სპორტული ცენტრი
    • საკუთარი კაფე, რომელიც მაცხოვრებლებს აპარტამენტში მიტანის სერვისით მოემსახურება.



     როგორც თამარ გაფრინდაშვილი აცხადებს, გარდა ამისა, სერვისებში შედის სამაკლერო მომსახურებაც, რომელიც მაცხოვრებლის მხრიდან ფართის გაქირავების სურვილის შემთხვევაში, იზრუნებს, რომ ბინების არენდით გაცემა მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს.

    ასევე მობინადრეებს გადაეცემათ წევრობის ბარათი, რომელიც მათ მისცემს საშუალებას კომპლექსში არსებული ყველა სერვისით დიდი ფასდაკლებით ისარგებლონ.

    Salvus Development მსურველებს აპარტოტელში ბინების შეძენისთვის მოქნილ პირობებს სთავაზობს. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი აცხადებს, კომპანია გეგმავს რამდენიმე ტიპის შეთავაზების გაკეთებას. კვადრატულის ფასი იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და რაც მთავარია იგეგმება მრავალწლიანი განვადება.

    "მომხმარებელს ვთავაზობთ ბინის შეძენას როგორც სრული რემონტით, ასევე თეთრი კარკასის მდგომარეობით. მათ არჩევნის სრული თავისუფლება ექნებათ. კონკურენტებთან შედარებით გვექნება ბევრად ხელმისაწვდომი ფასი. გათვალისწინებული იქნება დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა", - აცხადებს გაფრინდაშვილი.

    Salvus Development ემიგრანტებისთვის სოციალურ პროგრამებში აქტიურად მონაწილეობს. ერთი თვის წინ კომპანიამ ნიუ იორკში, კერძოდ, ვოლსთრითზე ოფისი გახსნა, სადაც გაყიდვების მენეჯერი მსურველებს ადგილზე მოემსახურება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული პროგრამა ყველა ქვეყნაში მყოფ ემიგრანტებზე მოქმედებს. სამომავლოდ Salvus Development ოფისების გახსნას ყველა იმ ძირითად ქვეყანაში გეგმავს, სადაც საქართველოდან ჩასული ემიგრანტები იმყოფებიან.


    "ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლის ინტერესებია, ჩვენი მუშაობის პრინციპიც სწორედ ამაზეა დაფუძნებული, ვითვალისწინებთ მყიდველების ინტერესებს, მათ სურვილებს და ისე ვქმნით ახალ პროდუქტს. ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე და ამიტომაც ვართ დღესდღეობით გაყიდვების მხრივ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია", - აცხადებს თამარ გაფრინდაშვილი.

    თბილისში აპარტოტელის მშენებლობის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ბინების გაყიდვები ორ კვირაში, აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

    დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია Salvus Development-ის ოფისში, მისამართი: თბილისი, ყიფშიძის ქუჩა ნომერი 7. საკონტაქტო ტელეფონებია: 2 180 680 (ოფისი); 599 28 70 7 0; 557 20 70 70.

     

     

     


პარტნიორები