მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  სექტემბერი  2016

    "ვისოლი ჯგუფი" კიდევ ერთი მინიქალაქის მშენებლობაში 3 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს

    "ვისოლი ჯგუფი’’ გორის ავტობანის შემდეგ "დასვენებისა და მომსახურების კომპლექსს" დასავლეთ საქართველოში, კერძოდ თერჯოლაში ააშენებს. როგორც "ვისოლი ჯგუფის" პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, მინიქალაქის მშენებლობა სექტემბრის ბოლოს დაიწყება და ობიექტი ექსპლოატაციაში 2018 წლის ზაფხულში შევა. "აქაც იქნება დიდი ქალაქი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონ დოლარზე მეტი იქნება, გარდა მიწის ნაკვეთისა. ეს იქნება ობიექტი, რომელსაც ექნება პრეტენზია მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში მოხვდეს". - აცხადებს სოსო ფხაკაძე. 

    შეგახსენებთ, რომ ბრიტანულმა გამოცემამ "Telegraph"-მა "ვისოლ ჯგუფის" გორის "დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი" დიზაინის, ინოვაციებისა და გარემოსთან სტრუქტურული კავშირის გათვალისწინებით, მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში შეიყვანა


პარტნიორები