მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  სექტემბერი  2016

    მარტვილში, თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი საავტომობილო ხიდი შენდება

    მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის ნაცვლად ახალი საავტომობილო ლითონკონსტრუქციის ხიდი შენდება, რომლის სიგრძე 10 მეტრია, სიგანე 5 მეტრი.
    მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ, გამგებლის მოადგილესთან გიორგი გოროზიასთან და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან მამუკა კეკელიასთან ერთად დაათვალიერა.



    სამუშაოს მონაცემები შემდეგნაირია:
    ➢პროექტის ღირებულებაა - 88281 ლარი;
    ➢სამუშაოზე დასაქმებულია -13 ადამიანი და 2 ერთეული ტექნიკა;
    ➢სამუშაო შესრულებულია - 30%-ით;
    ➢დაფინანსების წყარო- სახელმწიფო ბიუჯეტი.


პარტნიორები