სიახლეები
-
09 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
კანიონის მიმდებარედ ავტოსადგომის მშენებლობა მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მდინარე აბაშის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამასი ავტოსადგომი შენდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და გამგებლის მოადგილემ გიორგი გოროზიამ დაათვალიერა. ავტოსადგომის ტერიტორია გათვლილია 150 მსუბუქ ავტომობილზე და 50 ავტობუსზე. პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა ღია პავილიონები, მოსაცდელი ბლოკი, სუვენირების ფარდულები, გარე განათებები, სველი წერტილები და სხვა.
▶ პროექტის ღირებულებაა -339 777 ლარი;
▶ სამუშაოს ასრულებს - სს ,,არქეოპოლისი“;
▶ სამუშაოზე დასაქმებულია 60 ადამიანი და 20 ერთეული ტექნიკა;
▶ სამუშაო შესრულებულია 20 %-ით;
▶ დაფინანსების წყარო - საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 95% და ადგილობრივი ბიუჯეტი 5%-ით.