სიახლეები
-
09 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
სოფელ ფერმასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „საგზაო სამმართველო#1“-მა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზიდან, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
სოფელი ფერმა, რომლის მოსახლეობა 330 ოჯახამდეა არსებული გზით სარგებლობდა. აღნიშნული გზა საფრთხის შემცველი იყო, განსაკუთრებით ბუნებრივი ნალექის დროს და მოსახლეობას და ტრანსპორტს გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. გზის დასრულების შემდეგ სოფლის მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს. პროექტის ღირებულება 399 000 ლარია და ხორციელდება 2016 წლის ცენტრალური და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.