მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  სექტემბერი  2016

    ამბროლაურში ლორის საწარმოს მშენებლობა იწყება

    ამბროლაურში ლორის საწარმოს მშენებლობა იწყება. კომპანია "რაჭული ლორის“ დამფუძნებელი როსტომ კახიძე „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქარხნის მშენებლობა დეკემბერში დასრულდება, პროდუქცია ბაზარზე კი მომავალი წლიდან გამოჩნდება.

    როსტომ კახიძის ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა უკვე აღებული აქვთ. საწარმო ამბროლაურში უნდა აშენდეს. ქარხანაში დაახლოებით 15 ადამიანი დასაქმდება.

    ქარხნის წლიური წარმადობა 20 ტონა იქნება. პროდუქცია სრულად ქართული ღორის ხორცისგან დამზადდება. კილოგრამი ლორის ღირებულება, სავარაუდოდ, 20-დან 25-ლარამდე იქნება.

    რაჭაში ლორის საწარმოს მშენებლობისთვის 350 000 დოლარი დაიხარჯება. როგორც როსტომ კახიძე აცხადებს, თანხის 50% სესხად აქვს აღებული, 40% გრანტია, 10% კი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან მიღებული თანადაფინანსება.




    საინფორმაციო მხარდამჭერი


პარტნიორები