სიახლეები
-
08 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
ბათუმში საქართველოში პირველი all inclusive სასტუმრო გაიხსნება (+ვიდეო+ფოტო)
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში კიდევ ერთი მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობის პროცესს გაეცნო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალ ობიექტს შპს „მეტრო ატლას ჯორჯია“ აშენებს.
სასტუმრო EUPHORIA -ს მშენებლობაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიმშცია განხორციელდა. შენობა 14 სართულიანია. 415 ნომრიან სასტუმროში განთავსებული იქნება კაზინო, ღია და დახურული საცურაო აუზები. ასევე კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი.
ობიექტის დასრულების შემდეგ სასტუმროში დასაქმდება 600 ადამიანი. სასტუმრო EUPHORIA საქართველოში პირველი all inclusive სასტუმრო იქნება.
სასტუმროს გახსნა 26 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
ვიდეო:
ფოტო