სიახლეები
-
08 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაიწყო
რუსთაველის ქუჩის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაიწყო. დღეს სამშენებლო სამუშაოები გამგებელმა სულხან ევგენიძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში ქუჩის სავალი ნაწილი და ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ასევე მოეწყობა სანიაღვრე სისტემები. სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. პროექტის განსახორციელებლად 604 743 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებზე 10 ადამიანია დასაქმებული.