სიახლეები
-
08 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
კუხში 11 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
კუხის ადმინისტრაციულ ერთეულში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ,, ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. ნაწილობრივ გარემონტდა საბავშვო ბაღისა და ბიბლიოთეკის შენობები,ირემაძეებისა და ვაჭარაძეების უბანში მოეწყო სანიაღვრე არხები, შეკეთდა ხიდ ბოგირი, დამონტაჟდა გარე- განატების სისტემა, რეაბილიტირდა სკვერი, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიჭრა არტეზიული ჭა, ფრანგების დასახლებაში მინი სტადიონისთვის მოეწყო ფუნდამენტი, ნამაშევის უბანში მოიხრეშა შიდა საუბნო გზა, სვანების დასახლებაში რეაბილიტირდა ხიდ-ბოგირი.
,,, ყველა პროექტი, მოსახლეობის ჩართულობითა და გვერდში დგომით, წარმატებით განხორციელდა. მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გვაქვს. ვცდილობთ , მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით , პრიორიტეტული პრობლემები მოვაგვაროთ. თითოეული პროექტი ადგილოვრივების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად,, -განაცხადა გამგებლის წარმომადგენელმა კუხის ადმინისტრაციულ ერთეულში ლევან ვაჭარაძემ.