სიახლეები
-
08 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
სოფელ მუსხში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნება
ამ ეტაპზე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხდება იატაკისა და ჭერის შეკეთება, ხოლო პროექტის ფარგლებში შენობას ჩაუტარდება შიდა კოსმეტიკური რემონტი და მოეწყობა ელექტრო გაყვანილობა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობაში არსებულ სცენასაც, გარე ფასადი კი შეიღებება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპ.ს „ნუკია“ ახორციელებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მუსხის ახალგაზრდული ცენტრი საშუალებას მისცემს სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს სხვადასხვა აქტივობები განახორციელონ, კულტურული ღონისძიებები ჩაატარონ, საჯარო შეხვედრები მოაწყონ და დისკუსიები გამართონ.