მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  სექტემბერი  2016

    წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება

    მცხეთის მუნიციპალიტეტში, წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიის საავტომობილო გზის 6.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება.

     საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზა, მდებარე სოფლებს მუნიციპალურ ცენტრთან, ცენტრალურ მაგისტრალთან და ქალაქ თბილისთან უმოკლესი მანძილით დააკავშირებს.

    როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში გზის ტექნიკური პარამეტრები გაუმჯობესდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხელოვნურ ნაგებობებს, გზა უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ელემენტებით (საგზაო ნიშნები და ა.შ) აღიჭურვა, ეს კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მიმდებარე სოფლების ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
    ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გზის გვერდულების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ნავდარაანთკართან იწყება და სოფელ ბურიანთან მთავრდება.

    პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 934 300 ლარია.

     

     

     

     


პარტნიორები