სიახლეები
-
08 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
“ჰაიდელბერგბეტონისა” და Doka GmbH-ს მე-4 საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია მიმდინარეობს
„ექსპო ჯორჯიას“ III პავილიონში “ჰაიდელბერგბეტონისა” და Doka GmbH-ს მე-4 საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციის ძირითადი თემაა თანამედროვე გადაწყვეტილებები სამოქალაქო და ბინათმშენებლობაში. ერთობლივი ღონისძიების მიზანია ჰაიდელბერგცემენტის და Doka-ს მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე მსოფლიო მასშტაბით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება და ინოვაციების შეთავაზება.
„ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ გენერალური დირექტორმა მიხაელ ჰამპელმა კონფერენციაზე კომპანიის სამომავლო გეგმებისა და ინვესტიციების შესახებ ისაუბრა.
„კოლიერს ჯორჯიამ“ თბილისის უძრავი ქონების ბაზრის კვლევაზე მოკლე მიმოხილვა წარმოადგინა. კომპანია Doka-ს მიერ ავსტრიიდან საგანგებოდ მოწვეულმა ინჟინერმა, მსოფლიო დონის სამშენებლო საყალიბე სისტემების ექსპერტმა, ვერნერ ვანიგქოფერმა თანამედროვე საყალიბე სისტემების ეფექტურობაზე ისაუბრა.
ასევე ქვეყნის სამომავლო საინვესტიციო გეგმებთან დაკავშირებით პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული ინვესტიციების განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე თამარ ლილუაშვილი წარადგენს. თბილისის გენერალურ გეგმაზე მოკლე მიმოხილვას თბილისის მერიის კონსორციუმის უფროსი მერაბ ბოლქვაძე გააკეთებს.
კონფერენციას წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების 200-მდე წარმომადგენელი, სამშენებლო მასალების და ტექონლოგიური სექტორის სპეციალისტები, ინჟინრები, საერთაშორისო ექსპერტები, საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის წევრები ესწრებიან.
კონფერენციის პარალელურად იმართება სამშენებლო მასალების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება სამშენებლო ბაზარზე მოღვაწე წამყვანი კომპანიების, მათ შორის Henkeli, ბედეგი, დიო, Bauer Georgia, Dmark, ჯეორენტ, Inn Design პროდუქცია, რაც სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ კომპანიების სიახლეებს და საჭირო ინფორმაცია მიიღონ.