მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  აპრილი  2016

    ჩინელი ინვესტორები საქართველოში ჩაის ქარხნის აშენებას გეგმავენ

    სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ეკონომიკისა და მდრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთში ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტს, ვან ტიანჩიუანს შეხვდნენ.

    შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში სამეგრელოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და ჩაის ახალი ჯიშების გაშენების საკითხების განხილვა იყო.

    შეხვედრაზე მხარეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქვეყნებში ჩაის წარმოების პოტენციალის შესახებ.

    ჩინური კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტმა ჩინეთში ჩაის კულტურის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ კომპანია ჩინეთში უმსხილეს ჩაის მწარმოებელ ჯგუფს წარმოადგენს და 89 ჩაის გადამამუშავებელი ქარხანას აერთიანებს.

    "ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, თუმცა მე კარგად ვიცი ამ ლამაზი ქვეყნის ისტორია. ყველასთვის ცნობილია, რომ პირველი სამშობლო ჩინეთია, ხოლო საქართველო ჩაის მეორე სამშობლოდ ითვლება. ჩვენი კომპანია ჩინეთში ჩაის მწარმოებელ კომპანიებს შორის ყველაზე დიდია. ჩვენი ვიზიტის მიზანია გავეცნოთ საქართველოს ნიადაგებს და გარემო პირობებს, რათა სწორად მოხდეს ჩაის ჯიშების შერჩევა. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო ჩაის წარმოების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენი სურვილია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ჩაის წარმოებას კულტურის აღდგენას. დღეისათვის ევროპის ბაზარზე ჩაიზე მოთხოვნა მზარდია, ამიტომ ჩვენი სურვილია, სწორედ საქართველოში ავაშენოთ ქარხანა და ვაწარმოოთ საექსპორტო პროდუქცია."- განაცხადა კომპანიის პრეზედნტმა ვან ტიანჩიუანმა.

     


პარტნიორები