მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  სექტემბერი  2016

    ბიძინა ივანიშვილი- ტურისტების მოსაზიდად განმუხურში მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება

    ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას აცხადებს, რომ განმუხურში საზრღვართან შენდება სასტუმრო რომელიც მოიზიდავს ტურისტებს. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, ჭარბად ხარჯავს ფულს რომ შარმი მიეცეს და მოიზიდოს ტურისტები შავმა ზღვამ.

    "მე მიმაჩნია ძალიან სამაგალითოდ, რომ განმუხურში შეიძლება ძალიან მაღალი კლასის სასტუმრო აშენდეს, იმას რასაც მე ვაპირებ თანაინვესტირების ფონდთან ერთად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქაც მივარდნენ და ზღვას გვიკეტავენო ამბობენ, ზღვაზე მისასვლელი როგორ უნდა დაკვეტო?

    ბულვარი გაფართოვდება და უფრო საინტერესო იქნება, და განმუხურში საზღვართა, მიჯრილზე აშენდება მაღალი კლასის სასტუმრო, თუ ამას ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ეს პოზიტივის გარდა რაიმე სხვას შეიცავს ეს ძალიან დიდი პრობლემაა თითოეული მათგანის.

    ეს იქნება მხოლოდ პატრიოტული და იმისთვის რომ ჩემს ქვეყანას რაღაც დამატებითი კიდევ გაუჩნდეს, რომ გაზარდოს ტურიზმი და ასე შემდეგ, მხოლოდ ამ მიზნით, ერთადერთი მიზნით როგორც სხვა სასტუმროებს აქვთ, ისეთი ინფრასტრუქტურა და დამატებითი მშენებლობები, აკვარიუმი ზღვაში, ზამთრის ბაღია, ვაკეთებ ასეთს ურეკში. ამას იმისთვის ვაკეთებ რომ არა ფული გავაკეთო არამედ ვახრჯავ და ვხარჯავ ჭარბად იმისთვის რომ შარმი მიეცეს შავ ზღვას, მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და საინტერესეო გახდეს ჩვენი კურორტები უცხოელებისთვის, თუ ჩვენი მეზბლებისთვის", - განაცხადა ივანიშვილმა.


პარტნიორები