მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  სექტემბერი  2016

    სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2015-2016 წლებში შესრულებული სამუშაოები

    1) სამტრედიის №1, №2, №4, №5, №6, №9, №10, №11 საბავშვო ბაღებში შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებსა და სამზარეულოებს, სამტრედიის №1 ბაღს და კულაშის ბაღს გამოეცვალა სახურავი, გარემონტდა საერთო და საძინებელი ოთახები, შეძენილი იქნა ინვენტარი. (288 345 ლარი, რგფ)
    2) რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრს, გარემონტდა სველი წერტილები და ფოიე (60 000 ლარი,რგფ)
    3) რეაბილიტაცია ჩაუტარდა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს, შეიღება გარე ფასადი, გარემონტდა შიდა ოთახები, მოეწყო კუთხე მხარეთმცოდნეობის მუზეუმისათვის (69 620 ლარი, რგფ)
    4) გარემონტდა დომენტი შანიძის სახელობის №1 და კულაშის სამუსიკო სკოლები, ნაწილობრივ შეიცვალა კარ-ფანჯრები, გამოიცვალა იატაკი, გარემონტდა ადმინისტრაციული და სასწავლო ოთახები (94 073 ლარი, რგფ)
    5) გარემონტდა სათნოების სახლის შიდა ინტერიერი, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო პანდუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, მოეწყო სველი წერტილები და სამზარეულო (35 398 ლარი, რგფ);
    6) მუნიციპალიტეტის გზებზე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ბარიერები (74 448 ლარი, რგფ);
    7) გაიწმინდა მდინარე ლოღობას, ოჭოფასა და ჭურთავას კალაპოტები (155 555 ლარი, რგფ, სტიქია);
    8) მოეწყო და მოწესრიგდა ქალაქის ტერიტორიაზე წყალარინები და სანიაღვრე არხები (188 980 ლარი, რგფ);
    9) მაღალმთიან სოფლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემებს, აშენდა საქლორატოროები, გამოიცვალა 6კმ-ზე მეტი სიგრძის წყლის მილსადენი; (612 950 ლარი, რგფ)
    10) 2015 წელს მუნიციპალიტეტში 9 მიმართულებით მოხდა გზის საფარის რეაბილიტაცია, რისთვისაც ჯამში 780 082 ლარი იქნა გამოყოფილი (რგფ):
    ა) ეწრის თემში სოფ. ოჭოფასა და სოფ. გვიმრალას მიმართულებით - 1816 გრ/მ,
    ბ) კაკაბაძის ქუჩაზე - 445 გრ/მ,
    გ) თაბუკაშვილის, ნადირაძის, პაპავას, ფანჯიკიძის, გამრეკელიძის ქუჩებზე და წერეთლის პირველ შესახვევში - 1800 გრ/მ,
    დ) გომის თემის სოფელ კორმაღალში - 1410 გრ/მ.
    11) განხორციელდა ქუთაისი-ხონი-სამტრედიის ავტომაგისტრალის 5კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ასფალტო-ბეტონის საფართან ერთად აღნიშნულ გზაზე მოეწყო არხები, ბოგირები და მოსაცდელები (5 211 964 ლარი, მგფ)(2015-2016 წლები);
    12) განხორციელდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. ნოღაში მდ. ხევისწყალაზე არსებული ხიდის ბურჯის და ლითონის კონსტრუქციის რეაბილიტაცია. გომის თემში, სოფ. კორმაღალში ე.წ. ,,ნადირაძეების უბანში" ჯებირების მოწყობა და მოხრეშვა. გომის თემის სოფ. კორმაღალში ნაპირსამაგრი სამუშაოები (255 000 ლარი, რგფ, სტიქია)
    13) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდა წყალარინებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები (419 992 ლარი, რგფ, სტიქია);
    14) გომის თემში, მდ.კაპიტონას ნაპირზე მოეწყო გაბიონის ყუთები და საყრდენი კედელი. გაიწმინდა მდინარის კალაპოტი, ტოლების თემში განხორციელდა ხიდისა და სწრაფსადენი ღარის მოწყობის სამუშაოები (164 986 ლარი, რგფ, სტიქია)
    15) აშენდა ტოლებისა და ბუღნარას დამაკავშირებელი ხიდი (820 000 ლარი, რგფ, სტიქია)(2015-2016 წლები),
    16) განხორციელდა ტოლების თემის სოფ. ზემო ნოღაში მდ. ხევისწყალაზე დაზიანებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია - (70 000 ლარი, რგფ, სტიქია);
    17) განხორციელდა გომის თემის სოფ. დაბლა ეწერში, ე.წ. ,,ნადირაძეების უბანში" დაზიანებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია - (3 000 ლარი, რგფ, სტიქია);
    18) 2015 წლის სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხით (706 294 ლარი) შესრულდა შემდეგი სამუშაოები:
    ა) სოფელ დიდ ჯიხაიშში: მოხდა შიდა გზების მოხრეშვა-მოშანდაგება, შემოირაგვა სასაფლაო და მოეწყო შესასვლელი ჭიშკარი, გარემონტდა სოფლის ამბულატორია და შეძენილ იქნა ინვენტარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჯიხაიშის №1 და №2 ბაღებს, მოეწყო გარე განათებები (66 236 ლარი);
    ბ) სოფელ გორმაღალში: კაპიტალურად შეკეთდა გორმაღლის საბავშვო ბაღის შენობა (15 745 ლარი);
    გ) ტოლების თემში: მოიხრეშა შიდა საავტომობილო გზები ინერტული მასალით, მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, გარემონტდა საბავშვო ბაღის სველი წერტილები და სამზარეულო, ბავშვებისათვის შეძენილ იქნა ინვენტარი, გამოიცვალა ადმინისტრაციული შენობის სახურავი, შეკეთდა ამბულატორია და ბიბლიოთეკა (65 616);
    დ) საჯავახოს თემში: განხორციელდა სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია, გაიჭრა სანიაღვრე არხები, მოიხრეშა სასოფლო გზები, გარემონტდა საბავშვო ბაღები და საზოგადობრივი თავშეყრის ადგილები (49 222 ლარი);
    ე) ოფეთის თემში: მოიხრეშა შიდა საავტომობილო გზები ინერტული მასალით, გარემონტდა სოფლის ცენტრში არსებული მგზავრთა მოსაცდელი (33 638 ლარი);
    ვ) სოფელ იანეთში: გარემონტდა საბავშვო ბაღის შენობა, შეძენილ იქნა ინვენტარი, გაიჭრა და გაღრმავდა წყალგამტარი არხები, შემოირაგვა ას ჰექტრიანი საყანე ფართობი, მოეწყო გარე განათებები (42 085 ლარი);
    ზ) დაბა კულაშში: მოეწყო სანიაღვრე არხები, შემოირაგვა სტადიონი, მოეწყო სკვერი, გარემონტდა ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ბიბლიოთეკის ოთახი, გარემონტდა საბავშვო ბაღის სველი წერტილები, შეძენილ იქნა მასალები გარე განათებისათვის (38 212 ლარი);
    თ) სოფელ ბაშში: შეძენილი იქნა ინვენტარი საბავშვო ბაღისათვის, მოეწყო განათება მუზეუმის ეზოში, გაიჭრა სანიაღვრე არხები, შემოიღობა სასაფლაოს ეზო, გარემონტდა და კარ-ფანჯრები გამოიცვალა ადმინისტრაციულ შენობაზე, მოეწყო არტეზიული ჭა, შეკეთდა ხიდ-ბოგირი (26 298 ლარი);
    ი) ეწრის თემში: მოეწყო მგზავრთა მოსაცდელები, გარე განათებები, განხორციელდა საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა, გაიჭრა წყალსაწრეტი არხები, მოიხრეშა შიდა საავტომობილო გზები, მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, დამონტაჟდა განათებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სტადიონებზე (60 737ლარი);
    კ) მელაურის თემში: მოეწყო გარე განათებები, მინი სტადიონი, მოიხრეშა შიდა სასოფლო გზები, გარემონტდა ამბულატორია (46 163 ლარი);
    ლ) ღანირის თემში: მოეწყო სკვერები, მოსაცდელები, სავალი ბილიკები, გაიჭრა წყალსაწრეტი არხები, შეძენილ იქნა ინვენტარი საბავშვო ბაღისათვის, მოიხრეშა გზები (43 139 ლარი);
    მ) ნაბაკევის თემში: გაიწმინდა და გაიჭრა სანიაღვრე არხები, მოიხრეშა შიდა სასოფლო გზები ინერტული მასალით, განხორციელდა საფეხბურთო მინი სტადიონის რეაბილიტაცია, შემოირაგვა სასაფლაო და მინი სტადიონი, გარემონტდა ამბულატორიისა და ბიბლიოთეკის ოთახები, შეძენილი იქნა ინვენტარი საბავშვო ბაღისათვის (69 837 ლარი);
    ნ) სოფელ გამოჩინებულში: შეკეთდა შიდა საავტომობილო გზები, განხორციელდა სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაცია და სველი წერტილების მოწყობა (8 455 ლარი);
    ო) გომის თემში: განხორციელა სოფელ გომმუხაყრუასა და დაბლა გომის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, გომის სამუსიკო სკოლისათვის ინვენტარის შეძენა, შიდა საავტომობილო გზების მოხრეშვა, სოფელ კორმაღალში ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება, წყალგამტარი არხების გაწმენდა, მოსაცდელების მოწყობა, სასაფლაოს კეთილმოწყობა, გარე განათების დამონტაჟება, სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია (140 911 ლარი).
    19) იანეთის, გომის, საჯავახოსა და ილორის ტერიტორიაზე მდინარე რიონისა და ცხენისწყლის კალაპოტს ჩაუტარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები; დაახლოებით 9 ჰექტარ ფართობზე გაშენდა აგრო ტყეები (750 000 დოლარი; გაეროს განვითარების ფონდი) (2015-2016 წლები);
    20) ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა ქვემოთ ჩამოთვლილი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გადახურვითი სამუშაოები: ლაშა თევზაძის №2, კაკაბაძის, თელიას, ლაშა თევზაძის №4, ლაშა თევზაძის №57, რესპუბლიკის №2, გრიბოედოვის №44, წერეთლის 1-ლი შესახვევი №1 ბინის გადახურვები (180 295 ლარი)(2015-2016 წლები);
    21) რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 აპრილს დაღუპულთა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლ გმირთა მემორიალს (21 186 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტი);
    22) აშენდა იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ დიდ ჯიხაიშში (400 000 ლარი)(2015-2016 წლები);
    23) განხორციელდა მასშტაბური გაზიფიცირების სამუშაოები სამტრედიის მუნიციპალიტეტში; სულ 31 სოფლის გაზიფიცირებისათვის 222,7 კილომეტრი საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი აშენდა, სამუშაოებისათვის 5,2 მილიონი ლარი დაიხარჯა, რის შედეგადაც 4 000-მდე პოტენციურ აბონენტს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა. (2015-2016 წლები);
    24) სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებულ 33 საჯარო სკოლაში 2014-2016 წლებში განხორციელდა 1 737 736 ლარის ღირებულების შემდეგი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები:
    ა) №1 საჯარო სკოლაში - გამოიცვალა კარ-ფანჯრები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა (54 106 ლარი);
    ბ) №2 საჯარო სკოლაში - გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო წყალგამტარი არხები, საპირფარეშოები (55 765 ლარი);
    გ) №3 საჯარო სკოლაში - მოეწყო სპორტ-დარბაზი, შემოირაგვა ღობის ნაწილი (4 968 ლარი);
    დ) №4 საჯარო სკოლაში - გამოიცვალა სახურავი და კარ-ფანჯრები, გარემონტდა ფასადი და საკლასო ოთახები, მოეწყო გარე ლითონის კიბე და წყალგამტარი არხები (76 499 ლარი);



    ე) №6 საჯარო სკოლა - გარემონტდა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, შეიცვალა კარ-ფანჯრები (92 524);
    ვ) №7 საჯარო სკოლაში - გარემონტდა დამხმარე სათავსო და საკლასო ოთახები (4 773 ლარი);
    ზ) №8 საჯარო სკოლაში - შეიცვალა სახურავი, მოეწყო სანიაღვრე არხი (68 639 ლარი);
    თ) №9 საჯარო სკოლა - გამოიცვალა სახურავი, გარემონტდა სასკოლო ოთახები და სკოლის დარბაზი (15 085 ლარი);
    ი) №10 საჯარო სკოლაში - მოეწყო პანდუსი, სანიაღვრე არხები, გარემონტდა საკლასო და ლანჩის ოთახები (51 318 ლარი);
    კ) №11 საჯარო სკოლაში - მოეწყო ექიმის კაბინეტი (6 213 ლარი);
    ლ) №12 საჯარო სკოლაში - გამოიცვალა კარ-ფანჯრები, გარემონტდა საკლასო ოთახები, მოეწყო სანიაღვრე არხები (57 414 ლარი);
    მ) №15 საჯარო სკოლაში - განხორციელდა გათბობის სისტემების რეაბილიტაცია, მოეწყო საძინებლები (18 962 ლარი);
    ნ) გ. ნიკოლაძის სახელობის ჯიხაიშის საჯარო სკოლაში - გამოიცვალა კარ-ფანჯრები (45 547 ლარი);
    ო) ბაშის საჯარო სკოლაში - გამოიცვალა სახურავი, გარემონტდა ოთახები და საპირფარეშო (60 654 ლარი);
    პ) იანეთის საჯარო სკოლაში - გამოიცვალა კარ-ფანჯრები (118 851ლარი);
    ჟ) ეწრის საჯარო სკოლაში - გამოიცვალა სახურავი, გარემონტდა სასწავლო ოთახები, მოეწყო სანიაღვრე არხები (45 576 ლარი);
    რ) კულაშის საჯარო სკოლაში - გამოიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილები, გარემონტდა ფასადი (98 688 ლარი);
    ს) მელაურის საჯარო სკოლაში - გამოიცვალა სახურავი, გარემონტდა საკლასო და სასადილო ოთახები (83 190ლარი);
    ტ) ნაბაკევის საჯარო სკოლაში - გარემონტდა საკლასო ოთახები, მოეწყო ექიმის კაბინეტი, გარემონტდა საპირფარეშოები, გარე ფასადი, გამოიცვალა კარ-ფანჯრები (167 945 ლარი);
    უ) ჩხენიშის საჯარო სკოლაში - გამოიცვალა სახურავი (52 651 ლარი);
    ფ) ღანირის საჯარო სკოლაში - გარემონტდა სპორტ-დარბაზი, ბიბლიოთეკა, მოეწყო სველი წერტილები (8 551 ლარი);
    ქ) ჭაგნის საჯარო სკოლაში - გარემონტდა საკლასო ოთახები (12 048 ლარი);
    ღ) საჯავახოს საჯარო სკოლაში - გამოიცვალა კარ-ფანჯრები, სახურავი, მოეწყო სანიაღვრე არხი, ნაწილობრივ გარემონტდა ინტერიერი, განხორციელდა ეზოს შემოღობვა (113 474 ლარი);
    ყ) ტოლების საჯარო სკოლაში - გარემონტდა საკლასო ოთახები და კაბინეტები (7 700 ლარი);
    შ) ნოღის საჯარო სკოლაში - გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო სანიაღვრე არხი, კიბის უჯრედი, გაკეთდა ოთახებისა და გარე ფასადის კოსმეტიკური რემონტი (94 352 ლარი);
    ჩ) ქვაყუდის საჯარო სკოლაში - განხორციელდა ეზოს შემოღობვა და საკლასო ოთახების რემონტი (17 123 ლარი);
    ც) ჭოგნარის საჯარო სკოლაში - გამოიცვალა წყლისა და ელექტრო გაყვანილობები, განხორციელდა ფასადის, დერეფნებისა და ოთახების რემონტი (23 296 ლარი);
    ძ) ნიგორზღვის საჯარო სკოლაში - გამოიცვალა სახურავი (34 956 ლარი);
    წ) ოფეთის №1 საჯარო სკოლაში - გამოიცვალა სახურავი, შეკეთდა საპირფარეშო და სტადიონი (16 516 ლარი);
    ჭ) ოფეთის №2 საჯარო სკოლაში - განხორციელდა შემოღობვა, შიდა ოთახებისა და ფასადის რემონტი (49 619 ლარი);
    ხ) წიაღუბნის საჯარო სკოლაში - შემოირაგვა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხბურთო სტადიონს (29 820 ლარი);
    ჯ) გომის საჯარო სკოლაში - გამოიცვალა სახურავი (53 136 ლარი);
    ჰ) კორმაღლის საჯარო სკოლაში -გაამოიცვალა სახურავი (97 777 ლარი)
    25) 2016 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში (2 409 050 ლარი) 27 მიმართულებით მოხდა გზის საფარის რეაბილიტაცია:
    ა) ეწრის თემში, სოფ. კეჭინარიდან სოფ. გვიმრალას მიმართულებით ეწრის ცენტრალურ გზამდე - 1115 გრძივი მეტრი,
    ბ) სოფ. დიდი ჯიხაიშში ე.წ. ,,ყაზბეგის უბანში" - 785 გრ/მ,
    გ) ღანირის თემის სოფ. ჭაგანში, ქუთაისი-ხონი-სამტრედიის ავტომაგისტრალიდან სოფლის ცენტრამდე და ღანირის თემში, სოფ. ღანირის საჯარო სკოლიდან (ქუთაისი-ხონი-სამტრედიის ავტომაგისტრალიდან) სოფ. ჭაგანში ღვთისმშობლის სახ. ტაძრის გავლით ე.წ. ,,ოქონის" სასაფლაომდე - 3108 გრ/მ,
    დ) ნაბაკევის თემის სოფ. ჩხენიშში და სოფ. ნინუაკუთხეში ე.წ. ,,ნინუების უბანში" - 2112 გრ/მ,
    ე) სოფ. ბაშში ე.წ. ,,ქვედა ბაში"-ს სასაფლაოდან მგზავრთა მოსაცდელამდე - 1580 გრ/მ,
    ვ) მელაურის თემში, სოფ. მიწაბოგირაში საავტომობილო გზაზე - 1156 გრ/მ,
    ზ) დაბა კულაშში, რუსთაველის ქუჩაზე (9 აპრილის ქუჩის ბოლოდან მეგობრობის ქუჩამდე) - 580 გრ/მ,
    თ) გომის თემის სოფ. კორმაღალში საავტომობილო გზაზე - 1355 გრ/მ,
    ი) რესპუბლიკის ქუჩაზე მე-3 საჯარო სკოლიდან ,,ვისოლი"-ს ავტოგასამართ სადგურამდე; რესპუბლიკის მე-2 და მე-4 ჩიხებში; თაბუკაშვილისა და თავისუფლების ქუჩებზე - 2153 გრ/მ,
    კ) ე.წ. ,,ნახალოვკაში" ბაუსკას, ჩოლოყაშვილის, ბახტაძისა და რიონის (გაგრძელება) ქუჩებზე - 3166 გრ/მ,
    ლ) მარჯანიშვილის, ნინუას, ოდილავაძის ქუჩებზე და ნიკურაძის ჩიხში - 840 გრ/მ,
    მ) ლეონიძის, კალაძის და ფანჯიკიძის ქუჩებზე - 1890 გრ/მ,
    ზემოაღნიშნული სამუშაოების გარდა, მიმდინარე წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდის, მუნიციპალური განვითარების ფონდის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებით დაგეგმილია და მიმდინარეობს შემდეგი პროექტები, რომლებიც სატენდერო და სახელშეკრულებო პირობებით განსაზღვრულ ვადებში დასრულდება:
    1) 4,3 კმ სიგრძის გზის დაგება მიმდინარეობს ტოლების თემში, რომელიც სამტრედია-ლანჩხუთი-სუფსა-გრიგოლეთის ავტომაგისტრალს დაფნარი-ჩოხატაური-ოზურგეთის ავტომაგისტრალთან დააკავშირებს (1 989 110 ლარი, მგფ);
    2) მიმდინარე წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სამტრედია-ხონის მაგისტრალის ჭაგნიდან ე.წ. "მოსკვიჩების მაღაზიამდე" მონაკვეთზე დაიგება 1 550 გრძ/მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი (167 200 ლარი, მგფ);
    3) გამოცხადებულია ტენდერი ბაძგნარი-ეწერი-ჯიხაიშის დამაკავშირებელი 5 კმ-მდე სიგრძის გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაზე (1 037 000 ლარი, მგფ);
    4) ადგილობრივი ბიუჯეტით შესრულდება 205 078 ლარის ღირებულების შემდეგი სამუშაოები:
    ა) ბარათაშვილისა და ნიკურაძის ქუჩების გადაკვეთაზე მილ-ბოგირის მოწყობა და სანიაღვრე არხის გაწმენდა ნატანისაგან;
    ბ) გამსახურდიას ქუჩაზე ავარიული გზაგამტარი ბოგირის რეაბილიტაცია;
    გ) ვახუშტის, პეკინის და ლაღიძის ქუჩებზე ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა;
    დ) კოპალეიშვილის და თამარ მეფის ქუჩის კვეთაზე სანიაღვრე არხის მოწყობა;
    ე) კრავეიშვილის ქუჩაზე ბაზრის უნივერმაღისა და N4 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარის მოწყობა ბეტონის დეკორატიული ფილებით;
    ვ) მდ. ჭურთავას აღმოსავლეთ მხარეს, №11 საჯარო სკოლის წინ, ლითონის დეკორატიული მოაჯირის მოწყობა;
    ზ) სანაპიროს ქუჩაზე ღია ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა;
    თ) მაიაკოვსკის, რობაქიძის, პაპავას, კრავეიშვილის, ფარნავაზის, წინსვლის ქუჩების მოხრეშვა;
    ი) თამარ მეფის ქუჩაზე 9 სართულიანი კორპუსის კედლის მოწესრიგება;
    კ) რუსთაველისა და რესპუბლიკის ქუჩების კვეთაზე არსებული კედლის რეაბილიტაცია;
    ლ) გზების ორმული შეკეთება;
    მ) მარლენ ბარამიასა და ლაშა თევზაძის სახელობის სკვერების მოწყობა;
    ნ) ხ.დ.კ.-ს უბანში, ბაუსკასა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე სკვერის მოწყობა.
    5) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 729 471 ლარით შესრულდება შემდეგი სამუშაოები:
    ა) გზების მოხრეშვა-დაგრეიდერება;
    ბ) საწრეტი და სანიაღვრე არხების მოწყობა;
    გ) გარე განათებების მოწყობა;
    დ) საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ინვენტარის შეძენა;
    ე) სასაფლაოების შემორაგვა;
    ვ) სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ავზებისა და მილების შეცვლა;
    ზ) სკვერების, სტადიონების, მოსაცდელებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მოწყობა;
    თ) ამბულატორიებისა და ბიბლიოთეკების შეკეთება;
    ი) ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია;
    კ) ბეტონის გზის დაგება;
    ლ) გზების სარკისებრი და ორმული შეკეთება.


პარტნიორები