მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  სექტემბერი  2016

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში 7 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო

    პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 4 200 000 ლარს შეადგენს. პროექტი მომზადდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ.
    ასკანის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის შემდეგ, ასკანის გზის რეაბილიტაცია იქნება მეორე მასშტაბური პროექტი, რომელიც ასკანის ტერიტორიულ ერთეულში განხორციელდება.
    სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 7 თვეს მოიცავს.
    რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გზის მოვლა-პატრონობას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
    (ფოტოები მოგვაწოდა სოფელ ასკანაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა - ბადრი ჯაველიძემ) 


პარტნიორები