სიახლეები
-
07 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
„აჭარა ჯგუფის“ პირველი ჰოსტელი თბილისში 28 სექტემბერს იხსნება
სასტუმრო Holiday Inn-ისა და Rooms-ის მმართველი „აჭარა ჯგუფი" თბილისში პირველ ჰოსტელს მიმდინარე წლის 28 სექტემბერს გახსნის. როგორც „აჭარა ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ „კომერსანტთან" განაცხადა, ჰოსტელის გახსნა იმიტომ გადაწყდა, რომ ის ძალიან მოთხოვნადი სერვისია.
„გვყვავს ძალიან ბევრი ახალგარზდა მოგზაური. გარდა ამისა, ძალიან პოპულარული გახდა საქართველოში სწავლა.აქედან გამომდინარე, ეს იქნა ახალგაზრდობის დასასვენებელი ჰაბი, სადაც შესაძლებელი იქნება გართობა. ჰოსტელში განთავსდება კაფეები და მსგავსი ტიპის ობიექტებიც"-აცხადებს ჩეხერია.
მისივე ინფორმაციით, პროქეტის ბიუჯეტი 5.5 მილიონ დოლარს შეადგენს.
ჰოსტელი ზაარბრუკენის მოედანთან მოეწყო. ობიექტი ძირითადად სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის იქნება, ღამის გათევის ფასი კი 15 დოლარის ფარგლებში დაწესდება. ჰოსტელი 300-400- საწოლიანია.
„აჭარა ჯგუფში" სასტუმროები „ჰოლიდეი ინი" , „რუმს ყაზბეგი", „რუმს თბილისი" შედის. ამჟამად ჯგუფი „ინტერკონტინენტალის" სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს, რომელიც თბილისში მომავალი წლის ბოლოს უნდა გაიხსნას. ჩეხერია ამბობს, რომ პროქეტი 3 ეტაპად განხორციელდება. პირვველი ეტაპი მომდევნო წლის მარტში, მეორე ეტაპი - 2017 წლის გაზაფხულის ბოლოს და მესამე ეტაპი-2017 წლის ბოლოს დასრულდება. მისი თქმით, „ინტერკონტინენტალის" გახსნა ‘აჭარა ჯგუფს" 45 მილიონი დოლარი დაუჯდება.