მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  სექტემბერი  2016

    რიყის კომპლექსის დასასრულებლად 35-დან 40 მილიონ ევრომდეა საჭირო

    საქართველოს ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „რიყის კომპლექსის დასასრულებლად 35-დან 40 მლნ ევრომდეა საჭირო“.

    ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი თბილისში დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებისკენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნიკა რურუას მოწოდებას.

    შეგახსენებთ, რომ იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუქსას პროექტის თანახმად, რიყეზე მუსიკისა და დრამის თეატრის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. მშენებლობის დასრულება 2012 წელს იგეგმებოდა. რიყის სამშენებლო კომპლექსის პირველი ეტაპი 75 მილიონი ლარი დაჯდა.

    "მივმართავ ქალაქის მერიას და მთავრობას - გახსნან ეს შენობები, ან თუ ცუდია, დაანგრიონ. მაგრამ საქმეც ის არის, რომ არც ხსნიან და ვერც ანგრევენ“, - განაცხადა ნიკა რურუა, რასაც ქუმსიშვილი შემდეგი კომენტარით გამოეხმაურა:

    "თვითონ (ნიკა რურუა) არის მზად რომ დაანგრიოს ან ააშენოს? პროექტი არ არის დასრულებული. ის საკმაოდ კაპიტალტევადი პროექტია და ჩვენი გათვლებით, დასასრულებლად საჭიროა 35-დან 40 მლნ ევრომდე. ჩვენ ვუყურებთ ყველა შესაძლებლობას, რომელიც დღეს არსებობს. მათ შორის ვესაუბრებით კერძო სექტორს, თუ როგორ შეიძლება პროექტი განვითარდეს", - განაცხადა ქუმსიშილმა.


პარტნიორები