სიახლეები
-
07 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
მარტვილში ონოღია-ნაჯახაოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო
მარტვილის მუნიციპალიტეტში ონოღია-ნაჯახაოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაიგება 4450 მეტრი ასფალტობეტონის საფარი, ასევე გზის პროექტი მოიცავს, წყალამრიდების მოწყობას, ეზოებში შესასვლელების, მილხიდების აღდგენას და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ეს გზის მონაკვეთი არის საკმაოდ რთული მონაკვეთი, სადაც მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. მოსახლეობას წელს პირველად ექნება შესაძლებლობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს.
სამუშაოს მონაცემები შემდეგნაირია:
➢ სამუშაოს ასრულებს - შპს ,,მარტვილავტოგზა“;
➢ პროექტის ღირებულებაა - 1 398 369 ლარი;
➢ სულ სამუშაოზე დასაქმებულია -40 ადამიანი და 10 ერთეული ტექნიკა;
➢ ამ ეტაპზე შესრულებულია სამუშაო 25%;
➢ დაფინანსების წყარო - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).