სიახლეები
-
07 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
ბორჯომში გზების დაზიანებული მონაკვეთებისა და კორპუსების ეზოების მოასფალტება დასრულდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში დვირი-საკირის გზის მონაკვეთზე ორმოულების შეკეთება დასრულდა. დაზიანებულ მონაკვეთებზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. დღეს ადგილობრივებს უკვე მოწესრიგებული გზით შეუძლიათ სარგებლობა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გზების მოწესრიგება კიდევ 7 ობიექტზე განხორციელდა.
„ძირითადად რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქ ბორჯომში მდებარე კორპუსების შიდა ეზოებსა და ჩიხებს. სამუშაოები ყველა ობიექტზე დასრულებულია, გარდა 300 არაგველის ქუჩისა, სადაც საყრდენი კედილის მშენებლობის დასრულებისთანავე განახლდება გზის დაგება „- აღნიშნა გამგებელმა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 83 898 ლარით დაფინანსდა. გზების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.