მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  აპრილი  2016

    სიახლე დირსისგან: თეთრი კარკასი +

    თუ გსურთ ბინა თქვენი გემოვნებით მოაწყოთ, მაშინ ეს სიახლე თქვენთვის საინტერესოა!

    დირსიში ბინები უკვე ხელმისაწვდომია „თეთრი კარკასი+“-ის მდგომარეობაში.

    ეს კონდიცია განსხვავდება ბაზარზე არსებული ყველა მსგავსი (თეთრი კარკასი) ტიპისგან და მასში შედის:

    რკინის მთავარი შესასვლელი კარი
    გარე კარ-ფანჯარა ორმაგი მინა-პაკეტით
    ელექტრო ენერგიის სისტემა
    მეტლახი სამზარეულოსა და შესასვლელში
    მოჭიმული იატაკი
    მთლიანი კორპუსის თბო (თერმო) იზოლაცია
    იატაკის ჰიდრო და ხმაურის იზოლაცია
    ხანძრის კერის აღმოჩენის ცენტრალური სისტემა და ცეცხლის წყლით ქრობის სისტემა
    ელექტრო ენერგიის შოკისაგან დამცავი სენსორი თითოეული ბინისთვის
    გარემონტებული აბაზანა სრული სანტექნიკით (უნიტაზი, ხელსაბანი, სარკე, აბაზაბა ან საშხაპე კაბინა)
    ბინაში შეყვანილია ტელეფონის, ინტერნეტისა და ტელევიზიის ხაზები
    ბინაში შეყვანილია და სრულად მოწყობილია დენის, წყლისა და გაზის გაყვანილობა
    ელ. ენერგიისა და წყლის მრიცხველი
    ცენტრალური გათბობის სისტემის გაყვანილობა
    ყველა კორპუსი და ბლოკი, მიუხედავად ბინის კონდიციისა, აღჭურვილია:

    ცენტრალური წყალმომარაგების სარეზერვო სისტემა (თითოეულ ბლოკს აქვს ინდივიდუალური 20-40 ტონა წყლის სარეზერვო სისტემა)
    ცენტრალური, დუბლირებული ჰიდროფორების სისტემა (წყლის დაბალი წნევის შემთხვევაში წყალი მოსახლეობას მიეწოდება ჰიდროფორების მეშვეობით)
    დუბლირებული ცენტრალური ელექტრო ენერგიის სისტემა (დუბლირებული ტრანსფორმატორები და ავტომატური სარეზერვო ტრანსფორმატორების სიტემა (დაზიანების შემთხვევაში სარეზერვო სისტემა ირთვება ავტომატურად))
    დირსის მთელ ტერიტორიაზე მოწყობილია:

    ჩოგბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები
    შიდა ეზოები და საბავშვო მოედნები
    პროექტის დასრულებულ ნაწილში არის 4 ჰექტარზე მეტი გამწვანებული და სარეკრეაციო ზონა. დასრულებულ პროექტში, ჯამში მოეწყობა 20 ჰექტარზე მეტი გამწვანებული და სარეკრეაციო ზონა
    ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი: „ინგლისური სამყარო დირსიში“
    პროექტის დასრულების შემდგომ ტერიტორიაზე იქნება: სავაჭრო ცენტრი, რესტორნები, კაფეები, სხვადასხვა ტიპის სპორტული და გასართობი ცენტრები, საბავშვო ბაღები, სკოლა, საავადმყოფო და სხვა მრავალი ობიექტი, რაც საჭიროა ქალაქისთვის

     



პარტნიორები