სიახლეები
-
ბაკურიანი ზაფხულის სეზონს სიახლით შეხვდა, დიდველზე დამონტაჟდა ატრაქციონი ,,მთის ციგა" - ტობოგანი
ბაკურიანი ზაფხულის სეზონს სიახლით შეხვდა - დიდველზე დამონტაჟდა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი ,,მთის ციგა" - ტობოგანი,რომელიც ამიერკავკასიაში პირველია.
ტრასის სიგრძე 960 მეტრია, საერთო სიგრძე სტარტზე დაბრუნებისას - 1360 მეტრი, ტრასის დახრილობა კი 28%-ია. ტობოგანის მშენებლობა სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 3 000 000 ლარია.




