მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  სექტემბერი  2016

    ვალეში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    ქალაქ ვალეში სკვერების რეაბილიტაცია დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიასთან და ცხრა აპრილის ქუჩაზე მიმდინარეობს.
    პროექტის ფარგლებში ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე სკვერში ბილიკები და ბორდიურები მოეწყო, ასევე დაიგო დეკორატიული ქვაფენილი. სკვერში დამონტაჟდება სკამები და არსებული ღობე აღდგება.


    საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებულ სკვერში კი კიბის საფეხურები ბაზალტის ფილებით მოპირკეთდა, ხოლო სავალ ბილიკებზე დეკორატიული ფილები დაიგო.
    სკვერების სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


პარტნიორები