მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  სექტემბერი  2016

    ფონდი ქართუ, ,,სილიკონი ველი თბილისის“ მშენებლობას ახორციელებს

    მაღალტექნოლოგიური ცენტრი „სილიკონი ველი თბილისი“ 14-დან 17 სექტემბრამდე გაიხსნება. „სილიკონი ველი თბილისი“ ჭავჭავაძის 82 ნომერშია განთავსებული და სრულად 2 ჰექტარს მოიცავს. სამომავლოდ კომპლექსს უნივერსიტეტთან ერთად საკონფერენციო დარბაზი, საცურაო აუზი, საერთო საცხოვრებელი და სხვა სახის ინფრასტრუქტურა დაემატება.

    „სილიკონი ველი თბილისის“ განვითარებისთვის სრულად 18 მილიონი დოლარი დაიხარჯება. როგორც ცენტრის წარმომადგენელი მიხეილ ბატიაშვილი „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას ამბობს, სტუდენტებს „მაიკროსოფტსა“ და სხვა საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. მიხეილ ბატიაშვილი თქმით, ეს იქნება სივრცე, სადაც სასწავლო და სამუშაო პროცესები გაერთიანდება.

    „ადამიანები აქ ისწავლიან და პარალალურად გარკვეულ სამუშაო გამოცდილებას მიიღებენ სხვადასხვა კომპანიაში. ამ კუთხით გვაქვს მოლაპარაკება და ვიცით, რომ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ „მაიკროსოფტთან“ და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან. ასევე, იქნება რამდენიმე კურსი, რომელიც პირდაპირ დასაქმებასთან იქნება მიბმული. კომპანიები გვეტყვიან, რომ მათ სჭირდებათ 100 კადრი კონკრეტულ სფეროში და ვინც ამ კურსებს წარმატებით დაასრულებს, დაიწყებს მუშაობას კონკრეტულ კომპანიებში“,- აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მემორანდუმი უკვე 50 კომპანიასთან არის გაფორმებული. მისივე ინფორმაციით, დაინტერესება არის არამხოლოდ IT-კომპანიების მხრიდან, არამედ სხვა კომპანიების მხრიდანაც, რომლებსაც არ აქვთ ტექნოლოგიური მიმართულება. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ცენტრში განთავსებულ უნივერსიტეტს ბევრ ისეთ კომპანიასთან ექნება ურთიერთობა, რომლებსაც არათუ საქართველოში, არამედ რეგიონში პირველად ექნებათ მსგავსი კავშირები. „საუბარია ისეთ კომპანიებზე, რომლებიც მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ათეულშიც კი შედიან“, - აცხადებს ბატიაშვილი.

    უნივერსიტეტში სტუდენტების მიღება მომდევნო სასწავლო წლიდან იქნება შესაძლებელი და აქ ჩაბარება სტუდენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების მეშვეობით შეეძლებათ. სწავლის ღირებულება სავარაუდოდ 2250 ლარი იქნება. როგორც მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, მათი მიზანია, უნივერსიტეტში სწავლა რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ამიტომ სწავლის ფასი მაღალი არ იქნება.

    რაც შეეხება გადამზადების პროგრამებს, აქ ჩართვა მსურველებს მიმდინარე წლიდანაც შეეძლებათ. რა კონკრეტული შეთავაზებები აქვს „სილიკონი ველი თბილისს“, ვინ არის ინვესტორი და რა გეგმები აქვს ცენტრს, ეს ყველაფერი მაღალტექნოლოგიური ცენტრის პრეზენტაციაზე გაირკვევა. კითხვაზე, ხომ არ არის „სილიკონი ველი თბილისი“ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კონკურენტი, რომლის მშენებლობასაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს, ბატიაშვილი აცხადებს, რომ შეუძლებელია ასეთი ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებები კონკურენტებად აღიქმებოდეს.


    „ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან შედარებით ჩვენ განსხვავებული პროფილი გვაქვს. მაგრამ არანაირი კონკურენცია აქ არ არის, რაც მეტი ასეთი ადგილი იქნება, ეს ქვეყნის კონკურენტნარიანობას გაზრდის. საქართველომ ტურიზმში საკუთარი ადგილი უკვე დაიკავა, ასევე გვჯერა, რომ შეიძლება დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი რეგიონში განათლებასა და ტექნოლოგიებში. საქართველოს შეუძლია გახდეს განათლებისა და ტექნოლოგიის ჰაბი რეგიონში“, - აცხდებს მიხეილ ბატიაშვილი.


პარტნიორები