მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  სექტემბერი  2016

    ანაკლიაში უახლოეს პერიოდში სამი სასტუმროს მშენებლობა დაიწყება

    ანაკლიაში უახლოეს პერიოდში სამი სასტუმროს მშენებლობა დაიწყება. როგორც სამეგრელოს გუბერნატორმა ლევან შონიამ "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, მომავალი წლისთვის ანაკლიაში ფუნქციონირებას კიდევ ერთი 120 ნომრიანი სასტუმრო დაიწყებს. მისი თქმით, ანაკლიის ტერიტორიაზე სასტუმროებისა და ე.წ. „გესთ ჰაუსების“ მშენებლობაზე ინტერესი დიდია. შონიას თქმითვე, მომავალ წელს ფესტივალის Gem Fest ხანგრძლივობა გაიზრდება, რაც ტურისტების რაოდენობასაც გაზრდის.

    "წელს ტურისტები ძალიან დიდი ნაკადი იყო და ვიცით სად იყო სუსტი წერტილები და რა უნდა გავაკეთოთ, ეს უკავშირდება ინვესტორების მოზიდვას, სასტუმროების მშენებლობას, ასევე „გესთ ჰაუსების“ მშენებლობას. ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკავშირდება საშხაპეების, საპირფარეშოების და კვების ობიექტების რაოდენობის მოგვარებას. აქცენტს ადგილობრივ მოსახლეობაზე გავაკეთებთ და წინასწარ მოვამზადებთ თუ როგორი ობიექტები უნდა განთავსდეს", - აცხადებს შონია.

    რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შონიას განცხადებით უკვე გამოცხადებულია ტენდერი განმუხურის შემოვლით გზაზე, რომელიც 5 კილომეტრს მოიცავს. მისივე თქმით, წლის განმავლობაში ტურისტული ტერიტორიის პირველ ზოლზე საგზაო ინფრასტრუქტურა და განათება მოწესრიგდება. 


პარტნიორები