სიახლეები
-
„გენგეგმის დასრულებამდე, მშენებლობებზე დროებითი რეგულაციები გვექნება"
დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქის გენერალური გეგმის შემუშვებამდე, თბილისში არსებულ მშენებლობებზე დროებითი რეგულაციები იმოქმედებს.
"ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავების დასრულებამდე, ჩვენ დროებითი რეგულაციების პროექტი გვაქვს მომზადებული, რომელიც ეკონომიკურ საბჭოსთან არსებულ სამუშაო ჯგუფში იხილება, რის შემდეგაც ეს იქცევა კონკრეტულ რეგულაციებად. ანუ გვექნება გენერალური გეგმის დასრულებამდე, დროებითი რეგულაციები, რომელიც დღეს არსებულ ცალკეულ დაურეგულირებელ საკითხებს დაარეგულირებს, ისე რომ სადაც მაღლივი მშენებლობები დაუშვებელია, იქნება გარკვეული შეზღუდვები, ხოლო ქალაქის გარეუბნებში, სადაც ეს იქნება დასაშვები და მეტი განვითარების შესაძლებლობებია, იქ პირიქით, სტიმულს მისცემს განვითარებას", - განაცხადა თბილისის მერმა და აქვე დასძინა, რომ რეგულაციების მიღება სავარაუდოდ მაისამდე მოხდება.





