მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  სექტემბერი  2016

    შუახევში 97 ინფრასტრუქტურული ღონისძიება განხორციელდება

    შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის საჯარო მოხელეებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა 2016 წლის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი.

    შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 2016 წელს ხორციელდება 97 ინფრასტრუქტურული ღონისძიება (ყველაზე მეტი მუნიციპალიტეტის სინამდვილეში), რომელთა საერთო დაფინანსება 5.317.000 ლარია. უკვე დასრულდა 29 ინფრასტრუქტურული ღონისძიება, მუშაობა მიმდინარეობს 34 ობიექტზე. მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდება 92 ღონისძიება, რომელთა საერთო დაფინანსება 582.188 ლარია. უკვე დასრულდა 26 პროექტი.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაჩქარების, ყველა პროექტის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში ხარისხიანი შესრულების აუცილებლობას.
    შეხვედრას გამგებლის მოადილეებიც ესწრებოდნენ.

     

     

     


პარტნიორები