მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  აპრილი  2016

    იპოთეკური სესხები 4.1% დან ! ევროპული სტანდარტების წარმოუდგენელი შეთავაზება დირსიში!

    „ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომხმარებლებზე და ვცდილობთ, საინტერესო პირობები შევთავაზოთ, რათა ჩვენი თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი ხელმისაწვდომი იყოს ყველა ადამიანისთვის, რომელთაც ახალი ბინის შეძენა სურთ.

    სწორედ ამიტომ, პირველად ქართულ სამშენებლო ბაზარზე, ჩვენს პარტნიორ ბანკებთან ერთად, წარმოვადგენთ ახალ პროდუქტს -
    იპოთეკური სესხი 4.1 %-დან!

    ახალი შეთავაზება უპრეცედენტოა და ევროპულ სტანდარტებს უთანაბრდება. ამიტომ, ვფიქრობთ მნიშვნელოვანი სტიმული გახდება საუკეთესო არჩევანის გასაკეთებლად და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მისაღებად - ჰქონდეთ საკუთარი ბინა თბილისში, საუკეთესო საცხოვრებელ კომპლექსში“ - აცხადებს დავით ანთაძე, კომპანია „ას ჯორჯიას“ გაყიდვების ჯგუფის უფროსი.


    საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“ მდინარე მტკვრის სანაპიროზეა გაშენებული და მთლიანი პროექტის ფართობი 460 000 კვადრატული მეტრია. 2016 წლის აგვისტოში დასრულდება, 100 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული, „დირსის“ პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს 11 საცხოვრებელ კორპუსს (22 ბლოკი, 2604 ბინა). ამჟამად მიმდინარეობს და ბოლო ეტაპზეა შიდა სარემონტო სამუშაოები.

    დავით ანთაძე - კომპანია „ას ჯორჯიას“ გაყიდვების ჯგუფის უფროსი:

    „ჩვენთან ბინების ძალიან დიდი არჩევანია. პრაქტიკულად, ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელი იპოვის მისთვის სასურველს, ხოლო ჩვენი ახალი შეთავაზების მეშვეობით გაუმარტივდება ბინის შეძენა.

    ბინის ფასი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა კორპუსის მდებარეობა, სართული, ხედი, რემონტი... ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსის ადგილზე დათვალიერების გარეშე, რთულია სრულყოფილად წარმოიდგინო ის მასშტაბები და უპირატესობები, რომელიც „დირსის“ გააჩნია და გამოარჩევს თბილისის მშენებლობებისგან.

    ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვურჩევთ, ადგილზე გვესტუმროს და ჩვენი წარმომადგენლები სიამოვნებით დაათვალიერებინებენ მთელ ტერიტორიას, მათთვის სასურველ ბინებს და ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გასცემენ“.
    იმისთვის, რომ ბინის შეძენის მსურველთათვის, კიდევ უფრო კომფორტული პირობები შეექმნათ, „დირსიში“ კიდევ ერთი საინტერესო სიახლეა:

    სალომე კენჭოშვილი - მარკეტერი:

    „აქამდე ბინები დასრულებული რემონტით ბარდებოდა მობინადრეს, რაც თავისთავად ძალიან დიდი უპირატესობაა, რადგან ბინაში გადასვლა მისი შეძენისთანავეა შესაძლებელი. მაგრამ მომხმარებელთა სურვილები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ კიდევ უფრო გავზარდეთ არჩევანი და შევქმენით ახალი პროდუქტი - „თეთრი კარკასი +“. თუ ადამიანებს სურთ, რომ ბინა საკუთარი გემოვნებით მოაწყონ, მაშინ ეს, მათთვის, ძალიან საინტერესო სიახლეა. აქვე დავამატებ იმასაც, რომ ეს კონდიცია გაცილებით მეტია, ვიდრე ტიპური თეთრი კარკასი - ამ მნიშვნელოვანი დეტალების ნახვა ჩვენს საიტზე შეგიძლიათ.“

    დირსი - ახალი ქალაქი ძველ ქალაქში!
    ტელ: 2 74 04 04

    http://thouse.ge/company/dirsi


პარტნიორები