მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  სექტემბერი  2016

    ქ. ქუთაისში, 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს Best Western Kutaisi-ს მშენებლობა სრულდება ( + ვაკანსიები )

    დასასრულს უახლოვდება ქ. ქუთაისში, 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს Best Western Kutaisi-ს მშენებლობა. სასტუმრო შენდება დეველოპერული კომპანია სიმეტრია • Simetria-ს დაკვეთით და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს Capitol Construction ახორციელებს.
    სასტუმრო Best Western Kutaisi ესაჭიროება კადრები სხვადასხვა პოზიციებზე. ხელფასი განისაზღვრება პოზიციისა და გამოცდილებიდან გამომდინარე.
      პასუხისმგებლობა და კომუნიკაბელურობა არის ის თვისებები, რომლებიც პრიორიტეტულია ქვემოთ ჩამოთვლილ პოზიციებზე. ასევე ზოგიერთი პოზიციისთვის საჭიროა უცხო ენების ცოდნა.

    1. მიმტანი
    2. ბარმენი
    3. დამლაგებელი
    4. დაცვის თანამშრომელი
    5. ჭურჭლის მრეცხავი
    6. მიმღების თანამშრომელი

      ქვემოთ ჩამოთვლილ პოზიციებზე კი საჭიროა პროფესიული გამოცდილება :

    1. მზარეული
    2. ინჟინერი
    ➡ ასევე თბილისში გვესაჭიროება სასტუმროში მუშაობის გამოცდილების მქონე გაყიდვების მენეჯერი (Sales Executive).
    თუ თვლით, რომ ხართ კვალიფიციური ზევით ჩამოთვლილი პოზიციებისთვის ან გყავთ მეგობარი/ახლობელი/ნათესავი/ნაცნობი შესაბამისი კვალიფიკაციებით, გამოაგზავნეთ CV შემდეგ მეილზე: ntsitlanadze@capitol.ge ან shuchaneishvili@capitol.ge .


პარტნიორები