სიახლეები
-
02 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
დასრულდა საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვემო ხვედურეთში
დასრულდა სოფელ ქვემო ხვედურეთის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.შენობა სრულად რეაბილიტირდა.მოეწყო კომუნიკაციები,ცენტრალური გათბობის,წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.საბავშვო ბაღი მიმდინარე წლის სექტემბიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. გაიხსნება 2 ჯგუფი ,სადაც შესაძლებელი იქნება 50-60 ბავშვის მიღება.დასაქმდება 15 ადამიანი .ბაღი ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისათვის.
ამჟამად მიმდინარეობს ინვენტარის შესყიდვის პროცედურები.
აღნიშნული პროექტისათვის ქარელის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 95 282,44 ლარი.სამშენებლო სამუშაოები შეასრულა შპს „ახალი სამშენებლო“-მ.