მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  სექტემბერი  2016

    კურორტ "გოდერძიმდე“ მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დაწყება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი

    კურორტ გოდერძის გენერალური გეგმის შემუშავება დასრულებულია. გენერალური გეგმით გათვალისწინებულია ის ადგილები სადაც, სარეკრეაციო, სპორტული და დასასვენებელი კომპლექსები უნდა განთავსდეს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, 8 ნაკვეთზე ინვესტორების მხრიდან შეთავაზება უკვე არის, ასევე მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა გოდერძის ახლო ტერიტორიებზე, რომელიც ასევე შესაძლოა, რომ საკურორტო ზონად განვითარდეს.

    რაც შეეხება გოდერძიმდე მისასვლელ გზას, ბოლქვაძის განცხადებით, დონორი უკვე მოძიებულია და გზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

    კურორტზე ამ ეტაპზე 1 სასტუმრო ,7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი და ადმინისტრაციული შენობაა განთავსებული, გაზაფხულზე კი დასასვენებელ კომპლექს „ალიანს რეზორტის“ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.


პარტნიორები