მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  სექტემბერი  2016

    მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება

    თბილისში 23-ე მეტროსადგურ „უნივერსიტეტისთვის" ესკალატორებს ოქტომბრის დასაწყისში გერმანიიდან ჩამოიტანენ, ხოლო სადგურის მშენებლობას ესპანურ - იტალიური ერთობლივი საწარმო ASSIGNIA KOBRA ახორციელებს. ობიექტზე ამ დროისთვის სადგურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

    ​როგორც „სითი კვირას" საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა, დედაქალაქის სხვა მეტროსადგურებისგან ახალი სადგური ​გამორჩეული იქნება თავისი თანამედროვე სტანდარტებით, ასევე, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

    „ახალი მეტროსადგურის მშენებლობა 2015 წლის მაისში დავიწყეთ, გეგმა-გრაფიკს მივყვებით. მშენებლობას, სავარაუდოდ, 2017 წლის მაისში დავასრულებთ. მცირე ცვლილებები შევიდა პროექტში, დაემატა დამატებითი ფუნქციები. მეტროსადგურს სანდრო ეულის ქუჩაზე ოთხი ჩასასვლელი ექნება. განსხვავებული იქნება ჩასასვლელებისა და სადგურის დიზაინიც", - აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.


    მისივე განმარტებით, თბილისის მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დიდი პროექტია. მშენებლობის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობიან "აზიის განვითარების ბანკის" წარმომადგენლები.

    დედაქალაქში სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ახალი მეტროსადგურის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, "აზიის განვითარების ბანკის" დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ღირებულება 83 მილიონი ლარია. 


პარტნიორები