მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  აგვისტო  2016

    რიგით მე-4 საბავშვო ბაღი, რომელიც ოზურგეთში ბოლო 1 წლის განმავლობაში აშენდა

    სამშენებლო სამუშაოები დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ გურიის გუბერნატორის მოადგილესთან - სოსო ერქომაიშვილთან ერთად დაათვალიერა. ახალი საბავშვო ბაღი 90 ბავშვზეა გათვლილი. პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.



    „ეს არის რიგით მე-4 საბავშვო ბაღი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბოლო 1 წლის განმავლობაში აშენდა. სამუშაოები მიმდინარეობს ინტენსიურად. მშენებლობა ნოემბრის ბოლოს დასრულდება და ბავშვებს ექნებათ ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი, ისეთივე, როგორებიც აშენდა ჭანიეთის, ცხემლისხიდისა და ბახვის ტერიტორიულ ერთეულებში,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
    პროექტის საღარჯთაღრიცხვო ღირებულება 490 417 ლარს შეადგენს.


პარტნიორები