სიახლეები
-
31 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
გუდაურში ახალი საბაგიროს მშენებლობა დაიწყო
გუდაურში ახალი საბაგიროს მშენებლობა დაიწყო.....თუ რატომ გახდა ახალი საბაგიროს მშენებლობა საჭირო?!...
გუდაურის სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის განვითარების საერთო პოტენციალის ზუსტი დადგენისთვის 2016 წელს კანადურმა კომპანია ,,ეკოსაინმა" შეიმუშავა გუდაურის განვითარების გეგმა
ე.წ (მასტერპლანი).
ანალიზის საფუძველზე ,,ეკოსაინმა'' რეკომენდაცია გაუწია ზედა გუდაურის ტერიტორიის განვითარებას. განვითარების გეგმა მოიცავს 2400 მეტრიანი, 6 კაციანი ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს მშენებლობას, რომლის გამტარუნარიანობა საათში, საწყისი 1800 - საბოლოო 2800-ს მიაღწევს და დაახლოებით 2კმ სიგრძის იქნება.
საბაგიროს მშენებლობას აწარმოებს კომპანია,,დოპელმაიერი".
,,ეკოსაინის" მიერ 2015 წელს მომზადებული ზამთრის სეზონის ანალიზის მიხედვით გუდაურის ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა.მზარდი მაჩვენებელი კი (2011 წელი- 56,300 - 2014/15 -169,700 ვიზიტორი) მიუთითებს, რომ გუდაურის სამომავლო განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი სამუშაოების შესრულება სხვადასხვა კუთხით,რის შემდეგაც კიდევ უფრო გაიზრდება გუდაურის ვიზიტორთა რიცხვი,შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიური კეთილდღეობა და კურორტის შემოსავალი