მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  აგვისტო  2016

    თბილისის ზღვის ტერიტორიაზე თანამედროვე ტიპის ეკოქალაქი აშენდება

    „ჯინო გრინ სითი კორპორაცია“ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე „ჯინო გრინ სითის“ მშენებლობას იწყებს.
    საპარტნიორო ფონდის ცნობით, პროექტი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე რეკრიაციული ინფრასტრუქტურის, სასტუმროების, გასართობი, სავაჭრო და საცხოვრებელი სახლების მშენებლობას გულისხმობს.
    პროექტის განსახორციელებლად, საპარტნიორო ფონდსა და „ჯინო გრინ სითი კორპორაციას“ შორის პარტნიორთა შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა.

    პარტნიორთა შეთანხმების ფარგლებში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ ევროპაში პირველი, თანამედროვე ტიპის ეკოქალაქი „თბილისი ეკო გრინსითი“ აშენდება. საინვესტიციო გეგმებში შედის ასევე გასართობი და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარება. თბილისის მერიამ საპარტნიორო ფონდს 261 ჰა მიწის ფართობი გადასცა, რომელიც ეტაპობრივად გადაეცემა „ ჯინო გრინ სითის“ შესრულებული საინვესტიციო დაპირების შესაბამისად ინვესტორის მიერ ამ ტერიტორიაზე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, რაც მოიცავს გზებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სავადმყოფოს და ა.შ. 83 ჰა მიწის ფართი ქალაქის მფლობელობაში იქნება.

    „ჯინო გრინ სითი კორპორაცია“ სლოვაკურმა კომპანია „ჯინო ინვესტმა“ დააფუძნა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 700 მლნ აშშ დოლარია. პროექტის დაფინანსებაში ჩართვას სლოვაკეთის ექსპორტის ფინანსირების ბანკიც გეგმავს.
    საპარტნიორო ფონდის ცნობით, ქართულ-სლოვაკურ მხარეებს შორის საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

    საპარტნიორო ფონდმა „ჯინო ინვესტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასული წლის ნოემბერში გააფორმა. 

    „ჯინო ინვესტის“ ჯგუფი საპარტნიორო ფონდთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს: ფონდმა ბიზნეს ჯგუფთან ერთად 2013 წელს ახალციხეში, ისტორიული რაბათის ტერიტორიაზე სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“ გახსნა, რომელიც სამცხე - ჯავახეთის რეგიონში წარმატებით ოპერირებს. „ჯინო ინვესტის“ მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტია ასევე „ჯინო ფერედაისი,“ აკვაპარკი, რომელიც ამიერკავკასიაში მიჩნეულია როგორც ყველაზე მასშტაბური გასართობი და სარელაქსაციო კომპლექსი. აკვაპარკის საინვესტიციო ვალდებულება 7 მლნ ევროს შეადგენდა, ხოლო ინვესტორის მხრიდან დაიხარჯა 30 მლნ ევრო. „ჯინო ინვესტმა“ ახლახანს მცხეთაში, სასტუმრო „ჯინო ველნეს მცხეთა“ გახსნა. 22 ნომრიანი სასტუმრო განსხვავებული ინტერიერით, სპა და ველნეს მომსახურებით დამსვენებელს ულამაზეს ხედს სთავაზობს.

     

    პროექტში ბინების გაყიდვები დაწყებულია: გადასვლა


პარტნიორები