სიახლეები
-
31 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
„ჰუალინგის“ ტოპმენეჯერის განცხადებით, საქართველოში ცემენტი ძველი ტექნოლოგიებით იწარმოება - როგორია „ჰაიდელბერგცემენტის“ რეაქცია?
ჰუალინგ ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე ქართულენოვან „ფორბსთან“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს: მისი თქმით, საქართველოში ცემენტი მოძველებული ტექნოლოგიებით იწარმოება. ჩინელი ტოპმენეჯერი მი წაიცი, მისი კომპანიის პროექტის, „შავი ზღვის ცემენტის“ შესახებ საუბრისას ამბობს, რომ ახალი ქარხნის პროდუქცია საქართველოს ცემენტის ბაზრის დაახლოებით 50%–ს დაიკავებს.
“დასავლეთ საქართველოში არ არსებობს ცემენტის ქარხანა, რის გამოც კლინკერის იმპორტი თურქეთიდან ხორციელდება. „შავი ზღვის ცემენტის“ პროდუქცია არა მხოლოდ დააკმაყოფილებს საქართველოს შიდა მოთხოვნასცემენტზე, არამედ შესაძლებელს გახდის ცემენტის ექსპორტსაც მეზობელ ქვეყნებში. ჩვენი ვარაუდით, კომპანია „შავიზღვის ცემენტის“ წილი საქართველოს ცემენტის ბაზარზე დაახლოებით 50% იქნება იმის გათვალისწინებით, რომ დღესსაქართველოში ცემენტი მოძველებული ტექნოლოგიებითა და მოწყობილობებით იწარმოება, რაც ზრდისთვითღირებულებას და უარყოფითად მოქმედებს ეკოლოგიაზე. „შავი ზღვის ცემენტის" მიერ აშენებული ქარხანააღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ფილტრებით, დამონტაჟდება ხმაურის ჩამხშობი დანადგარები,გამოყენებული იქნება თანამედროვე – მშრალი მეთოდი, რაც გამორიცხავს გარემოს დაბინძურებას. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქარხანა წლიურად 900 ათას ტონა კლინკერის სახეობის ცემენტს და 1,5 მილიონ ტონა მაღალიხარისხის ცემენტს აწარმოებს. ვინაიდან პროექტი 300-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, ის ბიძგს მისცემსტრანსპორტირების, საკვები ობიექტების, სამუშაო ძალისა და სხვა სექტორების განვითარებას,“ – განუცხადა ჰუალინგ ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილემ „ფორბსს.“
მართალია, მი წაიცი არ ასახელებს, თუ რომელი კომპანია აწარმოებს საქართველოში ცემენტს მოძველებული ტექნოლოგიებით, თუმცა მისი სიტყვების ლოგიკური ადრესატია „ჰაიდელბერგცემენტი,“ გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე სწორედ ისაა ბაზრის ლიდერი.
კერძოდ, დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოში 3 ინტეგრირებული ცემენტის ქარხნით არის წარმოდგენილი (კასპსა და რუსთავში), ასევე ფლობს ცემენტის დამფქვავ ქარხანას ფოთში. კომპანიის მიერ წარმოებული ცემენტის წლიური მოცულობა 2 მლნ ტონას აჭარბებს და მისი წარმომადგენლების განცხადებით, პროდუქცია მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
“ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი“ ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის ქართული შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ცემენტის წარმოების ბაზრის ლიდერია,“ – აცხადებენ კომპანიაში, თუმცა უშუალოდ ჩინელი ტოპმენეჯერის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ,
„ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც წამყვანი პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების კუთხით.ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი წარმოდგენილია 60-ზე მეტ ქვეყანაში და დასაქმებული ყავს 63,000 ადამიანი 3000ლოკაციაზე,“ – ამბობენ კომპანიაში.
რაც შეეხება ტექნოლოგიებს, კომპანიაში ამბობენ, რომ ადგილობრივ დონეზე „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" გააჩნია ტექნიკური საშუალება ევროპული ნორმებით გათვალისწინებული ყველა ტიპის ცემენტის საწარმოებლად. შედეგად,კომპანია ცემენტითა და ბეტონით თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ამარაგებს საქართველოში.
რამდენიმე კვირის წინ ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსმა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და ჰანიველპარტნერსმა $120 მლნ ამერიკული დოლარის საინვესტიციო ღირებულების ერთობლივი პროექტი დაიწყეს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის ცემენტის და ბეტონის ქარხნების გადაიარაღებასთანამედროვე, ენერგოეფექტური და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით.