სიახლეები
-
31 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
გლდანში "კარფურის" სუპერმარკეტი სექტემბერში გაიხსნება
სუპერმაკრეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელი "კარფური" სექტემბერში კიდევ ერთ ფილიალს გლდანში გახსნის. კომპანიის მენეჯმენტი რადიო „კომერსანტთან" განმარტავს, რომ ახალი ობიექტი, რომელიც 2000 კვადრატულზე განთავსდება და მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვნებას შეთავაზებს „გლდანი სითი მოლში" გაიხსნება. მათივე თქმით, ახალი ობიექტი დამატებით 130 სამუშაო ადგილს შექმნის. ამას გარდა, წლის ბოლოდმე „კარფურის" კიდევ ერთი ობიექტი საბურთალოზე გაიხსნება. გაფართოება მომავალ წელსაც გაგრძელდება და „კარფურის" სუპერმარკეტები რეგიონებშიც გაიხსნება.
საქართველოში ქსელი გაფართოებისთვის „მაჯიდ ალ ფუტაიმს", რომელიც შოპინგ მოლების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერია შუა აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში, და „კარფურის" ფრანჩაიზინგზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობს 38 ქვეყანაში შუა აზიაში, აფრიკაში, ცენტრალურ აზიაში და მათ შორის საქართველოში EBRD-მა მიმდინარე წლის მარტში სესხის მოცულობა 39.5 მილიონ დოლარამდე გაუზარდა.
ფრანგული ბრენდი „კარფური" საქართველოში 2012 წელს შემოვიდა.