მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  აგვისტო  2016

    ხაშურში, სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა, საბავშვო ბაღებს კი სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

    ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა და ეკონომიკის სამსახურის უფროსმა სერგო ლალიაშვილმა ქალაქ ხაშურში, შინდარის დასახლებაში, ახლად აშენებული სპორტული მოედანი და ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე #3 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
    სპორტული მოედნის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61 935 ლარი გამოიყო, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის კი-200 000 ლარი. #3 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და სასწავლო წლისთვის ექვსი ჯგუფის-150-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. აღნიშნული პროექტების განხორციელება მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად მოხდა.


პარტნიორები